კონფერენცია

19 თებერვალი 2014

სასტუმროში ,,რედისონ ბლუ ივერია“ იურიდიული განათლების პრობლემების შესახებ კონფერენცია გაიმართა. 
კონფერენცია გახსნა საქართველოში ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენლობის(USAID) დემოკრატიისა და მართვის პროგრამების დირექტორმა დენიელ რიფმა. 

 კონფერენციაზე სასამართლო სისტემის, პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად ადვოკატთა ასოციაციის პერსპექტივიდან მოხსენება წარმოადგინა ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა, ადვოკატმა ირაკლი ყანდაშვილმა.

კონფერენციაზე მოხსენებებით გამოვიდნენ საქართველოში მოქმედი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების იურიდიული სკოლების წარმომადგენლები.

ადვოკატთა ასოციაცია იმედს გამოთქვამს, რომ იურიდიული განათლების პრობლემები ყველა ინსტიტუციის აქტიური ჩართულობით მინიმუმადმდე დავა, ამ მიმართულებით ასოციაცია აქტიური ჩართულობის მზაობის პოზიციას აფიქსირებს. 

კონფერენციაში მონაწილეობა  მიიღეს ვოშბორნის სამართლის სკოლის და ლუბლინის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორებმა.

კონფერენცია ორგანიზებული იყო ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის (JILEP) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების(giz) მიერ.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი